---
title: "მუხლი 458. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულ პირთა გამოცხადების შემოწმება და გაფრთხილება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/458"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "458"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 458. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულ პირთა გამოცხადების შემოწმება და გაფრთხილება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 458 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/458

სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნის გამოცხადებას და გამოუცხადებლობის მიზეზებს, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების სავალდებულობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე.
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/457.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/459.md
