---
title: "მუხლი 459. თარჯიმნისათვის მისი უფლება-მოვალეობების განმარტება და მისი აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/459"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "459"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 459. თარჯიმნისათვის მისი უფლება-მოვალეობების განმარტება და მისი აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 459 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/459

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ მონაწილეობს თარჯიმნად, განუმარტავს მას 101-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. თავმჯდომარე მხარეებს, მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება მისცენ თარჯიმანს, და უხსნის აცილების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მოსმენის შემდეგ სასამართლო წყვეტს თარჯიმნისათვის განცხადებული აცილების საკითხს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/458.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/460.md
