---
title: "მუხლი 461. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/461"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "461"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 461. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 461 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/461

1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლო შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლის მიმართაც.

2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლის, აგრეთვე სასამართლო სხდომის მდივნის აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/460.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/462.md
