---
title: "მუხლი 462. განსასჯელის ვინაობის დადგენა და მისთვის საბრალდებო დასკვნის ასლის დროულად გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/462"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "462"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 462. განსასჯელის ვინაობის დადგენა და მისთვის საბრალდებო დასკვნის ასლის დროულად გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 462 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/462

1. თავმჯდომარე ადგენს განსასჯელის ვინაობას, არკვევს მის სახელსა და გვარს, დაბადების წელს, თვეს, დღესა და ადგილს.

2. თავმჯდომარე ეკითხება განსასჯელს, გადასცეს თუ არა მას საბრალდებო დასკვნის ასლი ან დაზარალებულის საჩივარი. თუ აღნიშნული დოკუმენტები გადაცემული არ არის, სასამართლო სხდომა გადაიდება არანაკლებ 3 დღე-ღამით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/461.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/463.md
