---
title: "მუხლი 463. სახელმწიფო ბრალმდებლის შესახებ აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/463"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "463"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 463. სახელმწიფო ბრალმდებლის შესახებ აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 463 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/463

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს სახელმწიფო ბრალდებას (სახელი, გვარი, საკლასო წოდება, დაკავებული თანამდებობა) ან კერძო ბრალდებას და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება განუცხადონ პროკურორს 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.

2. თუ პროკურორს აცილება განუცხადა ერთ-ერთმა მხარემ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ისმენს ამ საკითხზე მეორე მხარის აზრს.

3. აცილების დაკმაყოფილებისას სასამართლო განხილვა გადაიდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/462.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/464.md
