---
title: "მუხლი 464. დამცველის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებათა არსებობის საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/464"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "464"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 464. დამცველის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებათა არსებობის საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 464 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/464

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის დამცველი (სახელი და გვარი, ადვოკატთა რომელი კოლეგიის წევრია), განუმარტავს მხარეებს, 107-ე მუხლით გათვალისწინებულ რა გარემოებათა არსებობისას არ შეუძლია დამცველს საქმეში მონაწილეობა, და ეკითხება მათ, შუამდგომლობენ თუ არა ისინი დამცველის აცილებას.

2. 107-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც მისცეს აცილება დამცველს და შესთავაზოს განსასჯელს, სხვა დამცველი მოიწვიოს ან თვითონ სასამართლომ დაუნიშნოს იგი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/463.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/465.md
