---
title: "მუხლი 466. ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/466"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "466"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 466. ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 466 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/466

1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის ექსპერტი, სპეციალისტი, და წყვეტს ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხს 106‑ე მუხლის საფუძველზე.

2. თუ ექსპერტის აცილება დაკმაყოფილებულია, სასამართლო, მხარეთა აზრის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მეორე ექსპერტის დანიშვნის შესახებ. ახალი ექსპერტის მოსაწვევად მხარეს ეძლევა დრო, თუ აცილებული ექსპერტი მის მიერ იყო მოწვეული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/465.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/467.md
