---
title: "მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/468"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "468"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 468 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/468

1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა აცილების, ახალი არსებითი გარემოების გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ახალი მტკიცებულებების ან დოკუმენტების გამოთხოვის ან საქმისთვის დართვის, მოწმეების, ექსპერტების მოწვევის, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს წარედგინება ერთად. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.

2. სასამართლომ უნდა განიხილოს ყოველი განცხადებული შუამდგომლობა და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, საქმისათვის მნიშვნელოვანია, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას საქმისათვის ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/467.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/469.md
