---
title: "მუხლი 469. საკითხის გადაწყვეტა დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და სპეციალისტის გარეშე საქმის განხილვის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/469"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "469"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 469. საკითხის გადაწყვეტა დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და სპეციალისტის გარეშე საქმის განხილვის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 469 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/469

1. თუ დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი არ გამოცხადდა, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება (დადგენილება) სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.

2. საქმის განხილვის გადადების შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს დაკითხოს გამოცხადებული დაზარალებული და მოწმე. გადადებულ საქმეს განიხილავს მოსამართლეთა იგივე შემადგენლობა. დაკითხულ დაზარალებულსა და მოწმეს გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
თავი LIII
სასამართლო გამოძიება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/468.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/470.md
