---
title: "მუხლი 479. მოწმის დაკითხვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/479"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "479"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 479. მოწმის დაკითხვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 479 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/479

1. სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ დებს ფიცს: ვფიცავ ვილაპარაკო სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!“.

2. მოწმეთა დაკითხვა ხდება ცალ-ცალკე და დასაკითხ მოწმეთა დაუსწრებლად.

3. თავმჯდომარე არკვევს, თუ რა ურთიერთობა აქვს მოწმეს განსასჯელთან, დაზარალებულთან, სამოქალაქო მოსარჩელესთან, სამოქალაქო მოპასუხესა და საქმეში მონაწილე სხვა პირებთან, სთავაზობს მოწმეს თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით.

4. მხარის შუამდგომლობით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს ამ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი, შემდეგ – ამ მხარის წარმომადგენელი სხვა პირები, ბოლოს კი – მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები და სასამართლო. ამის შემდეგ მოწმეს კითხვებს უსვამს მისი გამომძახებელი პირი.

5. სასამართლოს ინიციატივით გამოძახებულ მოწმეს ჯერ დაკითხავს სასამართლო, შემდეგ – დაცვისა, ბოლოს კი – ბრალდების მხარე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/478.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/480.md
