---
title: "მუხლი 48. განსჯადობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/48"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "48"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. განსჯადობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/48

1. არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა კატეგორიის დანაშაულზე, კერძო ბრალდების საქმეები, შუამდგომლობები მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების და მათი ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე საჩივრები გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებზე და უარყოფილ შუამდგომლობებზე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2¹. ამ კოდექსის LXIV
1
თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს სასამართლო წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.

3. სააპელაციო სასამართლოს განსჯადია სააპელაციო საჩივრები მის სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

4. (ამოღებულია).

5. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების განსჯადია სააპელაციო საჩივრები მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

5¹. (ამოღებულია).

5². სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ან მუხლის ნაწილი სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას ან პროკურორი – გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას.

5³. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განსჯადია საკასაციო საჩივრები საქართველოს სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატების მიერ გამოტანილ განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, საჩივრები კანონით გათვალისწინებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, პრეიუდიციასთან დაკავშირებული და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა.

6. სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, – ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.

7. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით.

8. (ამოღებულია).

9. თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით.

10. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე დასაბუთებული დადგენილებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №308 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.103
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/49.md
