---
title: "მუხლი 480. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/480"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "480"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 480. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 480 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/480

1. 14 წელზე ნაკლები ასაკის მოწმეს არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. იგი პირობას დებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.

2. 16 წლამდე ასაკის მოწმე დაკითხვის დამთავრებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზიდან უნდა გაიყვანონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლო, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს დარბაზში მის დარჩენას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/479.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/481.md
