---
title: "მუხლი 484. წერილობითი მტკიცებულებებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის გამოკვლევა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/484"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "484"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 484. წერილობითი მტკიცებულებებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის გამოკვლევა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 484 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/484

1. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, სასამართლო სხდომის მდივანი საჯაროდ კითხულობს წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე.

2. სასამართლოს მოთხოვნით წარდგენილ დოკუმენტებს სასამართლოს თავმჯდომარე საჯაროდ კითხულობს და აცნობს მათ მხარეებს, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ აზრს ამ დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ.

3. მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებს საჯაროდ კითხულობენ და ურთავენ საქმეს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/483.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/485.md
