---
title: "მუხლი 485. დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/485"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "485"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 485. დათვალიერება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 485 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/485

1. დათვალიერება ტარდება 333-339-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.

2. წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი და მოწმე.

3. ადგილმდებარეობის, შენობის, ნაგებობის, სათავსოს, აგრეთვე ტრანსპორტისა და სხვა იმ ობიექტის დათვალიერებას, რომლის მოტანაც სასამართლო სხდომის დარბაზში შეუძლებელია, სასამართლო ატარებს ამ ობიექტის მდებარეობის ადგილზე ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მონაწილეობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/484.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/486.md
