---
title: "მუხლი 486. შემოწმება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/486"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "486"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 486. შემოწმება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 486 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/486

1. შემოწმებას სასამართლო ატარებს 350-355-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.

2. შემოწმება, რომელიც საჭიროებს პირის გაშიშვლებას, ტარდება ცალკე ოთახში ექიმის ან სხვა სპეციალისტის მიერ. შემოწმების დამთავრების შემდეგ პროცესის მონაწილენი ადგენენ ოქმს, ხელს აწერენ მას, ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ექიმი ან სხვა სპეციალისტი მხარეების, შესამოწმებელი პირისა და სასამართლო სხდომის დამსწრეთა წინაშე საჯაროდ კითხულობს ოქმს, რომელიც დაერთვის საქმეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/485.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/487.md
