---
title: "მუხლი 487. ამოსაცნობად წარდგენა, ექსპერიმენტის ჩატარება და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/487"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "487"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 487. ამოსაცნობად წარდგენა, ექსპერიმენტის ჩატარება და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 487 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/487

1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, ამოსაცნობად წარდგენა და ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის ხდება 340-343-ე, 347-349-ე, 375-384-ე მუხლებით დადგენილი წესებით. მხარეებს უფლება აქვთ აღნიშნულ სასამართლო მოქმედებებთან დაკავშირებით აღძრან შუამდგომლობა და გამოთქვან შენიშვნები.

2. სასამართლოს უფლება აქვს გამომძიებელს ან პროკურორს მოსთხოვოს ხელშეწყობა ამ მოქმედებათა შესრულებისათვის.

3. ამოსაცნობად წარდგენის, ექსპერიმენტის ჩატარებისა და ნიმუშის აღების მიმდინარეობა და შედეგები, აგრეთვე ამ სასამართლო მოქმედებათა ჩატარებასთან დაკავშირებით აღძრული შუამდგომლობა, გამოთქმული შენიშვნები და განმარტებები უნდა დაფიქსირდეს სასამართლო სხდომის ოქმში.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/486.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/488.md
