---
title: "მუხლი 49. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/49"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "49"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 49 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/49

1. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

2. სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, გაითვალისწინოს, რომ მტკიცებულებათა აღმოჩენა, წარმოდგენა და გამოკვლევა მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება.

3. თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა, სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/50.md
