---
title: "მუხლი 490. მხარეთა კამათი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/490"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "490"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 490. მხარეთა კამათი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 490 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/490

1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.

2. თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა.

3. კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ.

4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე.

5. სასამართლო (მოსამართლე) მხარეს კამათში გამოსვლისას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/489.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/491.md
