---
title: "მუხლი 492. განსასჯელის საბოლოო სიტყვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/492"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "492"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 492. განსასჯელის საბოლოო სიტყვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 492 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/492

1. სასამართლო კამათის დამთავრების შემდეგ განსასჯელს ეძლევა საბოლოო სიტყვა. ამ დროს განსასჯელისათვის კითხვის დასმა დაუშვებელია.

2. განსასჯელს უფლება აქვს საბოლოო სიტყვაში უარყოს ბრალდება, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა ან ნაკლები ბრალი, ახსნას ჩადენილის მოტივები და გამოთქვას აზრი განაჩენში გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.

3. სასამართლოს უფლება არა აქვს დაადგინოს განსასჯელის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ თავმჯდომარეს შეუძლია გააჩეროს განსასჯელი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.

4. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/491.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/493.md
