---
title: "მუხლი 497. მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/497"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "497"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 497. მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 497 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/497

1. სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიურად განხილვის შემდეგ განაჩენი დგინდება სათათბირო ოთახში, სადაც შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლენი და ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს.

2. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ და დაცულ ოთახში.

3. განაჩენის დადგენისას სასამართლოს ან მოსამართლეს შეუძლია შესვენება, აგრეთვე დასვენება უქმე დღეებში.

4. განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებთან რაიმე ურთიერთობა, აგრეთვე ტელეფონით ან სხვა გზით თათბირი განაჩენში გადასაწყვეტ საკითხებზე.

5. მოსამართლესა და ტექნიკურ თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მოსამართლეთა თათბირის დროს გამოთქმული მოსაზრებანი.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/496.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/498.md
