---
title: "მუხლი 498. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/498"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "498"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 498. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 498 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/498

1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა დაისაჯოს თუ არა განსასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;
ვ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;
ზ) (ამოღებულია);
თ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;
ი) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;
კ) სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების ჩამორთმევის საკითხს;
ლ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
მ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;
ნ) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;
ო) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა.

2. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

3. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო წყვეტს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“,„ ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად.

4. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე განსასჯელის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი განსასჯელის მიმართ ცალ-ცალკე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/497.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/499.md
