---
title: "მუხლი 499. შეურაცხაობის საკითხის განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/499"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "499"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 499. შეურაცხაობის საკითხის განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 499 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/499

1. თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა ბრალდებულის დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადების საკითხი, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.

2. თუ დადგინდა, რომ განსასჯელი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხად მდგომარეობაში იყო, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

3. თუ დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო, სასამართლო, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით, წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ პირის მიმართ. მოსამართლე უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. თუ დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მის მიმართ ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/498.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/500.md
