---
title: "მუხლი 5. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/5"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "5"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 5 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/5

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო სახელმწიფოს მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.

2. დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ მათი თხოვნით ან თანხმობით. დაუშვებელია ამ პირთა დაკავება, მოყვანა, დაპატიმრება.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ დაკავებულ შენობაში და ტერიტორიაზე დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და სხვა საპროცესო მოქმედება ტარდება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თხოვნით ან თანხმობით, პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით.

4. ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე თანხმობა გამოითხოვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
თავი II
სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/6.md
