---
title: "მუხლი 50. სასამართლოს კერძო განჩინება (დადგენილება). სასამართლო დავალება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/50"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "50"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. სასამართლოს კერძო განჩინება (დადგენილება). სასამართლო დავალება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/50

1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.

2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.

3. სასამართლოს შეუძლია კერძო განჩინებით (დადგენილებით) აცნობოს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას მოქალაქის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი შეგნებულობის, ვაჟკაცობის გამოვლენის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას.

4. კერძო განჩინების (დადგენილების) გამო არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები, ხოლო შედეგები ეცნობოს სასამართლოს.

5. სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვს ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომ სხვა სასამართლოს (მოსამართლეს), თუ ამ მოქმედების ჩატარება შეუძლებელია სასამართლო განხილვის ადგილას.

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში სასამართლო შუამდგომლობის გაგზავნის წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/51.md
