---
title: "მუხლი 500. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/500"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "500"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 500. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 500 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/500

1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა თათბირი.

2. თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.

3. ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

4. საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ ერთხმად.

5. 498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა.

6. მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში. განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს.

7. მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/499.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/501.md
