---
title: "მუხლი 503. გამამტყუნებელი განაჩენი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/503"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "503"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 503. გამამტყუნებელი განაჩენი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 503 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/503

1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

2. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოიტანონ:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად.

4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.

5. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან განთავისუფლებით, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია აქტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

6. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის განსასჯელი გარდაიცვალა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/502.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/504.md
