---
title: "მუხლი 507. განაჩენის შესავალი ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/507"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "507"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 507. განაჩენის შესავალი ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 507 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/507

განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:
ა) განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;
ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;
გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები;
დ) განსასჯელის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, განათლება, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;
ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც განსასჯელი მისცეს სამართალში.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/506.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/508.md
