---
title: "მუხლი 508. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/508"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "508"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 508. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 508 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/508

1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული, ან დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული, – ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ უდაბლეს ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და უფრო მსუბუქ სასჯელზე გადასვლა, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება ან უარყოფა, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების გამოყენება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/507.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/509.md
