---
title: "მუხლი 509. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/509"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "509"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 509. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 509 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/509

1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;
გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;
ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;
კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;
ლ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა;
ო) ქონების ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა.

2. თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.

3. სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

4. ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/508.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/510.md
