---
title: "მუხლი 510. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/510"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "510"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 510. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 510 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/510

გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: ბრალდების არსი, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს; სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას განსასჯელის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულებას, რომელსაც ემყარებოდა განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდება, ანდა რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა, ან რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული; სამოქალაქო სარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მოტივები.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/509.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/511.md
