---
title: "მუხლი 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/511"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "511"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 511. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 511 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/511

გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება განსასჯელის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;
გ) გადაწყვეტილება განსასჯელისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია, – გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ;
დ) გადაწყვეტილება წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილებულა;
ე) გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუ არის ამის აუცილებლობა ამ კოდექსის შესაბამისად;
ვ) გადაწყვეტილება ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ღონისძიებები განხორციელდა;
ზ) გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი ამ კოდექსის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით;
თ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
ი) რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/510.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/512.md
