---
title: "მუხლი 513. განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/513"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "513"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 513. განსასჯელის პატიმრობიდან განთავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 513 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/513

პატიმრობაში მყოფი განსასჯელი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, თუ:
ა) განსასჯელი გაამართლეს;
ბ) (ამოღებულია);
გ) გაათავისუფლეს სასჯელისაგან;
დ) პირობითად დასდეს მსჯავრი;
ე) გადაუვადეს განაჩენის აღსრულება;
ვ) დაუნიშნეს სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან;
ზ) სასჯელად დაუნიშნეს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება წინასწარ პატიმრობაში მსჯავრდებულის ფაქტობრივ ყოფნას.
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/512.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/514.md
