---
title: "მუხლი 514. სახელმწიფო ბრალმდებლისათვის და მსჯავრდებულისათვის ან გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/514"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "514"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 514. სახელმწიფო ბრალმდებლისათვის და მსჯავრდებულისათვის ან გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 514 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/514

განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა განაჩენის ასლი უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბრალმდებელს და მსჯავრდებულს ან გამართლებულს. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით გადაეცემა იმავე ვადაში.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/513.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/515.md
