---
title: "მუხლი 515. სხვა საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს განაჩენის დადგენისთანავე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/515"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "515"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 515. სხვა საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს განაჩენის დადგენისთანავე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 515 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/515

1. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხანდაზმული მშობლები, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც მეთვალყურეობისა და დახმარების გარეშე რჩება, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთანავე გამოაქვს განჩინება იმის შესახებ, რომ მათზე მზრუნველობა ან მეურვეობა დაეკისროს ნათესავს, სხვა პირს მათი თანხმობით, ან სათანადო დაწესებულებას, ხოლო თუ მსჯავრდებულს აქვს ქონება ან ბინა, რომელიც უმეთვალყურეოდ რჩება, – განჩინება იმის შესახებ, რომ მისი დაცვა ევალება სათანადო ორგანოს.

2. თუ საქმეში დამცველად ან წარმომადგენლად მონაწილეობდა 81-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ადვოკატი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას გადაუხადონ თანხა იმ ოდენობით,
რაც დადგენილია კანონმდებლობით
.

3. შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ან კერძო განჩინება (დადგენილება), თუ არსებობს საამისო საფუძველი.

4. სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანვე ამ მუხლში აღნიშნული ყველა საპროცესო გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა იქნეს წაკითხული.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/514.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/516.md
