---
title: "მუხლი 518. სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/518"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "518"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 518. სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 518 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/518

1. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.
[(ძალადაკარგულია
პირველი ნაწილის
ის
ნორმატიული
შინაარსი
,
რომელიც
უგულებელყოფს
გამართლებულის
მიერ
განაჩენის სააპელაციო წესით
გასაჩივრების
შესაძლებლობას) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/601 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.]
2. სააპელაციო წარმოება ტარდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე.

3. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ განაჩენი მხოლოდ სარჩელის საფუძვლისა და თანხის ნაწილში.

4. დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ
მსჯავრდებულის, დაზარალებულისა
და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
დაზარალებული,
მსჯავრდებული ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/601 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/517.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/519.md
