---
title: "მუხლი 525. კერძო სააპელაციო საჩივარი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/525"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "525"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 525. კერძო სააპელაციო საჩივარი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 525 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/525

1. რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს ყოველი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, განაჩენის გარდა, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

2. რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს განჩინება (დადგენილება), რომელიც გამოტანილია საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათისა, შეიძლება სააპელაციო წესით სასამართლოს განაჩენთან ერთად გასაჩივრდეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/524.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/526.md
