---
title: "მუხლი 53. მოსამართლის თანაშემწე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/53"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "53"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. მოსამართლის თანაშემწე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 53 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/53

მოსამართლის თანაშემწე მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს სასამართლო გადაწყვეტილების პროექტებს, აგრეთვე საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას, მოსამართლეს უწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/54.md
