---
title: "მუხლი 530. საქმის მომზადება მოსმენისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/530"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "530"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 530. საქმის მომზადება მოსმენისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 530 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/530

1. თუ სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთი ან ყველა მოსამართლე საჭიროდ მიიჩნევს, ისინი შეისწავლიან მიღებულ სისხლის სამართლის საქმეს, საჩივრებსა და მათს შესაგებლებს. შესწავლის შედეგების მიხედვით მოსამართლე ადგენს ცნობას, რომელშიც აყალიბებს საქმის არსს, საჩივრების შინაარსსა და მომჩივანთა მოსაზრებას, საჩივრის შესაგებლის შინაარსს, აღნიშნავს მომჩივანთა პოზიციის დამადასტურებელ ან გამაბათილებელ მტკიცებულებებს, მაგრამ თავის აზრს არ გამოთქვამს. ცნობის ასლები ამ შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაეცემა.

2. სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე იძლევა განკარგულებებს სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის, პროცესის მონაწილეების, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის გამოძახებისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსმენის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/529.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/531.md
