---
title: "მუხლი 531. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/531"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "531"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 531. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 531 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/531

1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც სასამართლო განხილვისას.

3. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობს თავისი შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4. მსჯავრდებულს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება. ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე მათ დაუსწრებლად განიხილება.

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/530.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/532.md
