---
title: "მუხლი 536. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/536"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "536"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 536. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 536 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/536

1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;
ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) შეაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;
დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აჩერებს სასამართლო განხილვას;
ბ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს სასამართლოს კერძო განჩინებას დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა შესახებ;
გ) აკმაყოფილებს ან უარყოფს კერძო სააპელაციო საჩივრებს;
დ) აკმაყოფილებს ან უარყოფს ყველა სხვა საჩივარს, რომლებიც ამ კოდექსის მიხედვით შეიძლება შეიტანონ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/535.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/537.md
