---
title: "მუხლი 537. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/537"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "537"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 537. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 537 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/537

1. სააპელაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) არასრული ან ცალმხრივი წინასწარი გამოძიება, ანდა სასამართლო განხილვა, რაც ვერ შეივსება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;
ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.

2. განაჩენის შეცვლა ხდება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საფუძველზე, თუ იგი ეხება ზოგიერთ ბრალდებას ან ბრალდებათა ეპიზოდებს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/536.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/538.md
