---
title: "მუხლი 539. განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/539"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "539"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 539. განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 539 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/539

განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და გასაუქმებელი ან შესაცვლელია, თუ:
ა) განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან;
ბ) არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს;
გ) სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი;
დ) დასკვნების დასასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელია ან საქმეს არ ეხება;
ე) წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება;
ვ) სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/538.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/540.md
