---
title: "მუხლი 54. სასამართლო სხდომის მდივანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/54"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "54"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. სასამართლო სხდომის მდივანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/54

1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.

2. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად ჩაწეროს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. ოქმის მომზადებისას მდივანს უფლება აქვს გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი.

3. ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში მდივანს უფლება აქვს გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს ისინი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს.

4. თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები, სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა ახსნა-განმარტებას.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
თავი VII
პროკურორი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/55.md
