---
title: "მუხლი 543. სარევიზიო საწყისი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/543"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "543"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 543. სარევიზიო საწყისი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 543 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/543

1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივრებში მოყვანილი დასკვნებით და ვალდებულია საქმე შეამოწმოს სრული მოცულობით, მათ შორის, იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, რომლებსაც არ შეუტანიათ საჩივრები. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მსჯავრდებულთა სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მათი მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში ამის შესახებ არ უთხოვიათ.

2. სარევიზიო წესით საქმის განხილვა არ გამორიცხავს იმ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გაუშვა გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/542.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/544.md
