---
title: "მუხლი 549. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/549"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "549"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 549. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 549 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/549

1. საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით.

2. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2260 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.304

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/548.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/550.md
