---
title: "მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/550"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "550"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 550 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/550

1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.

2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.

3. საკასაციო საჩივრის ფოსტით, კავშირგაბმულობით და სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.

4. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/549.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/551.md
