---
title: "მუხლი 553. კერძო საკასაციო საჩივარი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/553"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "553"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 553. კერძო საკასაციო საჩივარი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 553 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/553

1. კერძო საკასაციო საჩივარი შეაქვთ
547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების
ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებულ კანონის დარღვევაზე, გარდა განაჩენისა.

2. 547-ე მუხლში მითითებული სასამართლოების
მიერ საქმის განხილვისას გამოტანილი განჩინებები და დადგენილებები, რომელთაც არა აქვთ შემაჯამებელი ხასიათი, შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს განაჩენთან ერთად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/552.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/554.md
