---
title: "მუხლი 560. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრებისა და საქმის განხილვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/560"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "560"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 560. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრებისა და საქმის განხილვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 560 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/560

1. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრებისა და საქმის განხილვა იწყება 533-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესებით.

2. მოსამართლის მოხსენებისა და მომჩივნის გამოსვლის შემდეგ საჩივრისა და განაჩენის შესახებ თავის მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივანი მხარის სხვა წარმომადგენელი.

3. შემდეგ თავიანთ მოსაზრებებს აყალიბებს მომჩივნის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. გამოსვლების თანამიმდევრობას ისინი თავად განსაზღვრავენ, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში თანამიმდევრობას განსაზღვრავს სასამართლო.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/559.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/561.md
