---
title: "მუხლი 567. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობის სარევიზიო საწყისი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/567"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "567"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 567. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობის სარევიზიო საწყისი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 567 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/567

1. საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია საქმე სრული მოცულობით შეამოწმოს, მათ შორის იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს გააუარესოს მისი მდგომარეობა.

2. სარევიზიო წესით საქმის შემოწმება არ გამორიცხავს იმ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც გასაჩივრების ვადა გააცდინა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/566.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/568.md
