---
title: "მუხლი 568. საკასაციო განჩინების შინაარსი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/568"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "568"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 568. საკასაციო განჩინების შინაარსი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 568 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/568

1. საკასაციო განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) განჩინების გამომტანი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის მონაწილე პირები;
გ) საჩივრის შემტანი პირი;
დ) განაჩენისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, რომელზედაც შეტანილია საჩივარი;
ე) საჩივრის არსი და შესაგებელი, საკასაციო სხდომის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტების მოკლე შინაარსი.

2. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განჩინებაში უნდა აღინიშნოს საფუძველი, რის გამოც საჩივრის დასკვნები არასწორად ან არაარსებითად არის მიჩნეული.

3. თუ განაჩენი გაუქმდა ან შეიცვალა, განჩინებაში უნდა აღინიშნოს, კანონის რომელი მუხლის მოთხოვნები დაირღვა და რაში გამოიხატა ეს დარღვევები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/567.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/569.md
